четверг, 13 ноября 2014 г.

როგორ ავიცილოთ სექს-ტრავმა

სექსის დროს ტრავმები ძალიან ხშირია. მსოფლიოს წყვილები სექსუალური ექსპერიმენტების დროს დაახლოებით 350 მილიონი დოლარის ზარალს აყენებენ. მათი მესამედი სექსის დროს რაიმეს იტეხს, 10% კი სადაზღვევო კომპანიებს უყენებენ პრეტენზიებს ზარალის (ლარნაკების, სანათების, საწოლების და ა.შ. დამტვრევის გამო) ანაზღაურებაზე. გამოუცდელობისა თუ მოჭარბებული ვნებების გამო ქალები და მამაკაცები საკუთარ თავს სხვადასხვა ხარისხის ზიანს აყენებენ: 41% ხალიჩაზე სექსის დროს იღებს დამწვრობას, 30% იზიანებს ზურგს, ხოლო 12% უვითარდება კოჭისა და მაჯის სახსრებში ამოვარდნილობა. სექსუალური თავგადასავლების დროს მიღებული ტრავმების Top-10 ასე გამოიყურება: დამწვრობა ხალიჩაზე სექსის დროს; დაჭიმული ზურგი; მაჯის ამოვარდნილობა; კოჭის ამოვარდნილობა; სათესლე პარკების დაზიანება, სილურჯეების გაჩენით; ფეხების დაზიანება სილურჯეების გაჩენით; ნაკაწრები იდაყვზე; ნაკაწრები ზურგზე; თავზე კოპი; კიდურების მოტეხილობები.

Комментариев нет:

Отправить комментарий